დედას, რომელსაც 3 წლის შვილი უჯრაში ჰყავდა გამოკეტილი, 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ინგლისში სამართალდამცველებმა დააკავეს ქალი, რომელიც ქალიშვილს დაბადებიდან დივნის უჯრაში მალავდა და მას პერიოდულად შპრიციდან აჭმევდა, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი წლის გოგონა უჯრაში ქალის მეგობარმა მამაკაცმა იპოვა. გოგონა მძიმე მდგომარეობაში იყო, მას არ ჰქონდა ნანახი დღის შუქი, არასოდეს არ ყოფილა სუფთა ჰაერზე, მას არ შეეძლო სიარული და ლაპარაკი.

ბავშვის გაჩენის შესახებ ბრიტანელმა ქალმა არავის არ შეატყობინა. მან ის სახლის აბაზანაში გააჩინა და დივნის უჯრაში დამალა. პერიოდულად ის მიდიოდა ბავშვთან, აჭმევდა შპრიციდან და უცვლიდა საფენებს. მას სხვა შვილებიც ჰყავს, რომლებსაც უჯრაში მყოფი ბავშვის არსებობას უმალავდა. როდესაც ის სახლიდან გადიოდა პატარას მარტო ტოვებდა. როგორც გამოძიება ადასტურებს, იყო შემთხვევები, როდესაც გოგონა მთელი ღამის განმავლობაში მარტო რჩებოდა.

“ენით გადმოუცემელი საშინელება ვნახე, ალბათ, მე ვიყავი ერთადერთი სხვა სახე, რომელიც [გოგონამ] დედის გარდა დაინახა. მე არ მახსოვს ასეთი ცუდი შემთხვევა ჩემს 46 წლის განმავლობაში”,- აღნიშნა სოციალურმა მუშაკმა.

ბავშვის დედას შვიდ წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გოგონა ახლა აღმზრდელებთანაა, მას ასწავლეს ჭამა და ემოციების გამოხატვა.

სოციალურმა მუშაკმა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა გაიხსენა, რომ შოკირებული დარჩა დედის გულგრილობით. ექიმების თქმით, სამი წლის გოგონა ათი თვის ბავშვის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.

“ამ ეტაპზე გოგონა ვითარდება, სწავლობს ჭამას და იძენს იმ საჭირო უნარებს, რომლებსაც ის ხელოვნურად იყო მოკლებული”,- აცხადებენ სოციალური მუშაკები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები