“ჩვენთვის ევროკავშირი და აშშ იყო ყოველთვის იდეა და ღირებულებები, ჩვენ ამ ღირებულებებს ვცემთ პატივს” – კირცხალია
“ყოველთვის ვიტყვით და ქმედებით დავამტკიცებთ ჩვენ, რომ ევროკავშირი და აშშ ჩვენთვის, ქვეყნისთვის არასდროს ყოფილა რაღაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების პოლიტიკური განცხადებები და ვიწრო პოლიტიკური ინტერესები”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„ჩვენთვის ევროკავშირი და აშშ იყო ყოველთვის იდეა და ღირებულებები. ჩვენ ამ ღირებულებებს ვცემთ პატივს და მინდა, ხაზგასმით ვთქვა, როდესაც ვსაუბრობთ პატრონებზე, აქ ჩვენ მკაფიოდ და ხაზგასმით ვგულისხმობთ იმ კონკრეტულ რაღაც ლობისტურ ჯგუფებს, რომლებმაც თვითლუსტრაცია მოახდინეს განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში“, – აღნიშნა კირცხალიამ.