რობერტ ფიცო მოსკოვში, ფაშიზმზე გამარჯვების აღლუმს დაესწრება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში აღლუმს დაესწრება.

„ბუნებრივია, როგორც სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ფაშიზმზე გამარჯვების ოფიციალურ ზეიმში მონაწილეობით, რომელიც 2025 წლის 9 მაისს მოსკოვში გაიმართება, უაღრესად დაინტერესებული ვარ. ამიტომ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოფიციალური მიწვევა სიამოვნებით მივიღე, რათა ამ მნიშვნელოვან დღესასწაულში მონაწილეობა მივიღო“,
– განაცხადა რობერტ ფიცომ.

ასევე, სლოვაკეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, რობერტ ფიცოსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები