დაჩი ბერაია: მიხეილ ყაველაშვილი უცხო ძალების გავლენის ქვეშ არასდროს მოექცევა და საქართველოს ინტერესებზე წინ სხვა ქვეყნის ინტერესებს არასდროს დააყენებს

„მიხეილ ყაველაშვილი, პირველ რიგში, ქართული ინტერესების გამტარი პრეზიდენტი იქნება, რომელიც იმ ნაბიჯებს გადადგამს, რაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, წინსვლასა და სუვერენიტეტის გაძლიერებას მოხმარდება”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დაჩი ბერაიამ “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების შეფასებისას მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი ყოველთვის საქართველოს ინტერესებს დაიცავს.
„დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილი უცხო ძალების გავლენის ქვეშ არასდროს მოექცევა და საქართველოს ინტერესებზე წინ სხვა ქვეყნის ინტერესებს არასდროს დააყენებს”, – აღნიშნა დაჩი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები