ლევან მაჭავარიანი: მიხეილ ყაველაშვილი არის უკვე შემდგარი პოლიტიკოსი
“ქართული ოცნების” წევრი ლევან მაჭავარიანი მისი გუნდის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას გამოეხმაურა.
“მიხეილ ყაველაშვილი არის უკვე შემდგარი პოლიტიკოსი, ჯერ ამით დავიწყოთ. მიხეილ ყაველაშვილი არის ის პიროვნება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის სამაგალითო პატრიოტი. მისთვის არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურა, ჩვენი ისტორია, ჩვენი იდენტობა და ა.შ. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ატარებს ასეთ თვისებებს და ამასთან ერთად, არის უკვე შემდგარი პოლიტიკოსი, პროფესიონალი თავისი საქმის, ეს, რა თქმა უნდა, საკმარისია იმისათვის, რომ ის იყოს დასახელებული ჩვენი გუნდის მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ყაველაშვილი ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს იმ მოვალეობებს თავს, რომელიც მას დაეკისრება ამ რანგში”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.