ვახტანგ გომელაური: აქციებზე არაადეკვატური ქმედებები პოლიციელების მხრიდან არ ყოფილა, რა თქმა უნდა დაკავების დროს დაზიანდა რამდენიმე ადამიანი და ჩვენ ეს დავაფიქსირეთ

ოპოზიციონერები უმჯობესია ჩამოყალიბდნენ არიან თუ არ არიან პარლამენტის წევრები, თუ უარს აცხადებენ ამ მანდატებზე, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა.

„აქციებზე არაადეკვატური ქმედებები პოლიციელების მხრიდან არ ყოფილა, ჩვენ ვნახეთ ხელკეტების ჩარტყმა. რა თქმა უნდა დაკავების დროს დაზიანდა რამდენიმე ადამიანი, ჩვენ ეს დავაფიქსირეთ. როდესაც პოლიციას ხელკეტს ურტყამ და შემდეგ არ ემორჩილები, რომ დაგაკავონ და გადაგიყვანონ პოლიციის შენობაში, იქ რომ ეჭიდავები ადამიანს და დავარდები ძირს, ან ხელს იტკენ ან რაიმე დაგიშავდება. პოლიციელს რომ ჯოხს ურტყამენ ამაზე არც ერთი ოპოზიციური ტელევიზია ხმას არ იღებს.

პროვოკაციები რა თქმა უნდა იყო, თუნდაც გუშინდელ დღეს არავინ არაფერს არ აკეთებდა სიმშვიდე იყო, იდგნენ 200 თუ 300 ადამიანი, ბოლოს დაიწყო პარლამენტის სხდომა და ამის შემდეგ მოუწოდეს ახალგაზრდებს, ისინი მივიდნენ რკინის ღობესთან და აბრახუნებდნენ, ისროდნენ პიროტექნიკას და აფეთქებდნენ ეზოში. ეს ყველაფერი არის დასჯადი, მოხდება იმ პირების იდენტიფიცირება და ყველას გამოეწერება ადმინისტრაციული ჯარიმები, ან როგორც სასამართლო გადაწყვეტს.

პოლიციას ესროდნენ ქვებს, ბოთლებს, რომ ისინი გამოეწვიათ. ასევე გვაბრალებდნენ, რომ პოლიცია დაბანაკებული იყო უნივერსიტეტში, რაც სრული სიცრუეა. უამრავი მსგავსი შემთხვევა იყო“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები