ნინი ბადურაშვილი მოსკოვურ ვოიაჟზე ფეისბუქზე წერს

მომღერალი ნინი ბადურაშვილი მოსკოვში გამართულ “თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს.
როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, ის ბედნიერია იმით, რომ მათი სიმღერით სიამოვნება მიანიჭეს იქ მცხოვრებ ქართველებს.
„მოსკოვის ცენტრში ქართულმა დიასპორამ გამართა თბილისობის დღესასწაული,სადაც წარმოდგენილი იყო ყოველივე ის რითაც ვამაყობთ ქართველები:ქართული სამზარეულო,ღვინო და რაც ყველაზე უპირატესია ქართული ფოლკლორი ჩვენი ცეკვა და სიმღერა! იქ იმყოფებოდა მრავალი ქართველი და ფრიალებდა ქართული დროშები! ჩვენ მოსკოვში ჩასული მომღერლები ბედნიერები ვართ იმით რომ მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი სიმღერით სიამოვნება მიგვენიჭებინა სამშობლოს მონატრებულ ქართველებისთვის!!! “, – წერს ბადურაშვილი სოციალურ ქსელში.
“რუსეთში ქართველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მიხეილ ხუბუტიას დაფინანსებით, მოსკოვში თბილისობის დღესასწაული აღნიშნეს.
ღონისძიებაზე თბილისიდან ჩასულ ცნობილ მომღერლებთან ერთად მოსკოვში მოღვაწე ქართველმა მომღერლებმაც იმღერეს.
მოსკოვში გამართულ თბილისობის დღესასწაულზე სიმღერები შეასრულეს აჩი ფურცელაძემ, ლელა წურწუმიამ, ნინი ბადურაშვილმა, თამარ გვერდწითელმა და სხვებმა.
ღონისძების ფარგლებში მოცეკვავეებმა ქართული ხალხური ცეკვები შეასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები