საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია 

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია.

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში „რაგბი ევროპის“ ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა.

შეხვედრა უმცროსი ბორჯღალოსნების გამარჯვებით ანგარიშით 31:11 დასრულდა. ქართველმა მორაგბეებმა ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეექვსედ იზეიმეს.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა მეოთხედფინალში გერმანიას სძლიეს, ნახევარფინალში კი ნიდერლანდების ნაკრები დაამარცხეს.

ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები