“ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, არც ერთ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს სიტყვები – თავისუფალი და სამართლიანი არ გამოუყენებია” – ლევან მახაშვილი
“ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, არც ერთ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს სიტყვები – თავისუფალი და სამართლიანი არ გამოუყენებია”, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ საუბრისას „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„ყველაზე ახლოს დროის თვალსაზრისით იყო მოლდოვის არჩევნები, აიღოს ნებისმიერმა ადამიანმა და ნახოს, რომ ან თავისუფალი, ან სამართლიანი ეს სიტყვები წერია თუ არა ამ მოლდოვის არჩევნების ანგარიშში, აიღონ ამერიკის არჩევნები. 10 წელია ეუთო/ოდირი ამ სიტყვებს არ იყენებს.
მათ აქვთ სამი ძირითადი აქცენტი: პირველი, არჩევნები თუ ჩატარდა მშვიდობიანად, მეორე – კონკურენტულად და მესამე, მონაწილეებს ჰქონდათ თუ არა თავისუფლად თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა. სამივე მიმართულებით მკაფიოდ ითქვა როგორც ანგარიშში, ასევე ზეპირად“, – აღნიშნა მახაშვილმა.