“წინა არჩევნებთან შედარებით, წელს სარჩელების რაოდენობა განახევრებული იყო – 46%-იანი კლება იყო 2020-ის არჩევნებთან შედარებით” – ლევან მახაშვილი

“წინა არჩევნებთან შედარებით, წელს სარჩელების რაოდენობა განახევრებული იყო – 46%-იანი კლება იყო 2020-ის არჩევნებთან შედარებით”, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ საუბრისას „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„არსებულმა ტექნოლოგიებმა, რაც გამოყენებული იყო არჩევნებზე, პრაქტიკულად გამორიცხა არსებითი საარჩევნო დარღვევა. ყველა ხარვეზზე სახელმწიფო ინსტიტუტებს ჰქონდათ ძალიან ეფექტიანი და სწრაფი რეაგირება. როდესაც არის ასეთი კლებაა სარჩელებთან დაკავშირებით, როცა პროცესმა მშვიდად ჩაიარა და როცა პრაქტიკულად გამორიცხული იყო არსებითი ხარვეზი, ასეთ ფონზე, ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, მართლა ჩალით ხომ არ არის დაფარული ქვეყანა?!“, – აღნიშნა  მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები