გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს  შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს  შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

“ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა მოაწერეს. დოკუმენტი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობასა და მათთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამების ჩატარებას ითვალისწინებს.

დღესვე  მემორანდუმის ფარგლებში  თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში  მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა.  დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული აქსესუარები,  ნახატები, ნაქარგები, ჩანთები,  სამკაულები და სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა.  მსგავსი პროექტები მსჯავრდებულთა  დასაქმებასა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს. ასევე, მსჯავრდებულები იძენენ ახალ  უნარ-ჩვევებს, ეუფლებიან მოთხოვნად პროფესიებს, რაც დაწესებულების დატოვების შემდეგ  მათი დასაქმების შესაძლებლობას ზრდის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები