გუშინ მეტროსადგურში გარდაცვლილი მამაკაცი ნინო გვასალიას ძმაა

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გუშინ მეტროსადგურ “300 არაგველის” ლიანდაგში ჩახტა, 1 წლის წინ გარდაცვლილი ნინო გვასალიას ძმა დათო გვასალია იყო. მას მატარებელმა გადაუარა და გარდაიცვალა.
ტრაგედიის შემდეგ დათო გვასალიას დედამ, ლალი ცინცაძემაც თვითმკვლელობა სცადა და წამლები დალია. ის ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციულ კლინიკაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  ოთხი შვილის დედას, ლალი გვასალიას ორი ვაჟი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ნინო გვასალია სახლიდან გასული წლის 17 ოქტომბერს გავიდა. სამართალდამცველებმა ერთთვიანი ძებნის შემდეგ ის მუხათწყაროს ტყეში 10 ნოემბერს ჩამომხრჩვალი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები