გიორგი ვოლსკი: პარლამენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არის იმ სტანდარტის, რასაც მაღალი ევროპული სტანდარტი ჰქვია

მთელი რიგი ასპექტებით პარლამენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არის იმ სტანდარტის, რასაც მაღალი ევროპული სტანდარტი ჰქვია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„მილიონ ორასი ათასი ადამიანი გაძლევს მანდატს, რომ უზრუნველყო მათი შვილების, ოჯახების, მათ შორის იმ ოჯახების კეთილდღეობა, რომელიც ოპოზიციას უჭერს მხარს და გადაარჩინო ქვეყანა, სამშვიდობოს გაიყვანო. ეს ზოგადი მიმოხილვაა რასაკვირველია, რის უკანაც დევს გარემოს დაცვიდან დაწყებული, განათლების საკითხებთან დაკავშირებული თემები, ანგარიშვალდებულება ხალხის მიმართ, მსჯელობა, კანონპროექტები და მთელი რიგი ასპექტებით პარლამენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არის იმ სტანდარტის, რასაც მაღალი ევროპული სტანდარტი ჰქვია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები