საქართველოს პატრიარქმა და უკრაინის მღვდელმთავარმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს

 საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამებაში მყოფ უკრაინის მღვდელმთავარს, მთავარეპისკოპოს აღაპიტს საჩუქრად წმინდა სამების ხატი გადასცა. ილია მეორემ ქადაგებისას საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებზეც ისაუბრა. უკრაინის მთავარეპისკოპოსი უკვე ორი დღეა რაც საქართველოში იმყოფება.
დელეგაციის წევრებმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს წმინდა ადგილები მოილოცეს. ისინი უკან ორი დღის შემდეგ დაბრუნდებიან. აღაპიტისგან საჩუქარი საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემაც მიიღო. მღვდელმთავარმა პატრიარქს ჯვარი აჩუქა, რომელიც უკრაინის გამარჯვების სიმბოლოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები