ქადაგიშვილი – იოზვიაკზე: ეს ავტორი ყოველთვის არის რეალური განწყობების გამხმოვანებელი, თუ რა ხდება ევროპის პოლიტიკურ თუ ჩინოვნიკურ კულუარებში
“ეს ავტორი ყოველთვის არის რეალური განწყობების გამხმოვანებელი, თუ რა ხდება ევროპის პოლიტიკურ თუ ჩინოვნიკურ კულუარებში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორ რიკარდ იოზვიაკზე საუბრისას განაცხადა.
“აქედან გამომდინარე, მისი ასეთი სტატიები იქნება თუ საინფორმაციო გამოსვლები, გარკვეულ ჭეშმარიტებასთან და რეალურობასთან ახლოს დგას ხოლმე”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, იოზვიაკის სტატიაში საუბარია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დახურული სხდომის დეტალებზე. ავტორი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერებს საბოლოოდ მოუწევთ “ქართულ ოცნებასთან” მუშაობა.