ვახტანგ ჩოჩია – ოპოზიციაზე: არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ არჩევნებში დარღვევებთან დაკავშირებით და არიან დესტრუქციული ქმედებებით დაკავებულები
“ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერი, ვახტანგ ჩოჩია აცხადებს, რომ ოპოზიციას არჩევნების დარღვევებთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ გააჩნია.
მისი განმარტებით, ხელისუფლების ოპონენტები დესტრუქციული ქმედებებით არიან დაკავებული.
„არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ არჩევნებში დარღვევებთან დაკავშირებით და არიან დესტრუქციული ქმედებებით დაკავებულები, როგორიც არის ქუჩების პიკეტირება, საზოგადოებაში აგრესიის გამოწვევა, უცხოელი პარტნიორების შეცდომაში შეყვანა. შესაბამისად, მათგან არ უნდა ველოდოთ სხვა არანაირ გეგმას. ისინი განაგრძობენ ქუჩების პიკეტირებას, რაც ქართული საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს“, – აღნიშნა ჩოჩიამ.