სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

პრეზიდენტის თქმით, სარჩელი ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, რომელსაც “ფარულობა და საყოველთაობა” ჰქვია.

პრეზიდენტის ინტერესების დამცველის, ეკა ბესელიას თქმით, “ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი იმის გამო მიმართავს, რომ ყველა სამართლებრივი სივრცე, ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოყენებული უნდა იყოს, რათა მან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები დაიცვას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები