გიორგი ვაშაძე: ძალიან მნიშვნელოვანია უწყვეტი პროტესტი, რომელიც სისტემას ღლის და ჩვენ გვაძლიერებს

“ჩვენი პროტესტი ხანმოკლე არ არის”, – ასე მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია უწყვეტი პროტესტი, რომელიც სისტემას ღლის.

„აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები გვაქვს. ბევრი რამ ნაფიქრია, ადგილზე კოორდინირებულად ვიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს იმისთვის, რომ ეს უწყვეტი პროტესტი შევინარჩუნოთ. ძალიან მნიშვნელოვანია უწყვეტი პროტესტი, რომელიც სისტემას ღლის და ჩვენ გვაძლიერებს. ძალიან კარგი იყო ასე გადაჭარბებული ძალით რომ გამოვიდნენ იმიტომ, რომ სრულად დავინახეთ, რისი შესაძლებლობა აქვთ. მთელი სპეცრაზმი, პოლიცია, ყველა დაჯგუფება ჰყავდათ გამოყვანილი. ფაქტობრივად, ამაზე დგას პოლიცია, მეტი არაფრის რესურსი მათ არ აქვთ. ვიცით, რომ ის ადამიანები, ვისაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის და „ძლიერი საქართველოს“ იდეის სჯერა, გაცილებით მეტი ვართ“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები