რა უნდა ვიცოდეთ თრომბის შესახებ?

თრომბმა სისხლძარღვი შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ დაახშოს. ამ დაავადების სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე თუ, რომელ ორგანოს სისხლძარღვში ჩამოყალიბდა იგი. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

●      ტკივილი კიდურებში;
●      სიმძიმე და შეშუპება;
●      კანის ფერის ცვლილება;
●      კიდურების დაბუჟება;
●      ტკივილი მკერდის არეში.

თრომბის პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ჯანსაღი  ცხოვრების წესის დაცვა, ფიზიკური აქტივობა, ფეხით სიარული, წონის კორექცია და სწორი კვება. გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში ეფექტურია თრომბის გეტრების გამოყენება. ეს პროდუქტი ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. მათ იყენებენ, როგორც თრომბოზისა და თრომბოემბოლიის თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ, ასევე წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
●      ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი – გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე.  წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
●      მუხლამდე კომპრესიული წინდა – გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
●      ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) – გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის, დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები