“არ შეცვლილა ის გეგმა, რასაც ჰქვია მეორე ფრონტის გახსნა, საქართველოს ომში ჩართვის თემა არის დღის წესრიგში კვლავ” – ვოლსკი
“არ შეცვლილა ის გეგმა, რასაც ჰქვია მეორე ფრონტის გახსნა, საქართველოს ომში ჩართვის თემა არის დღის წესრიგში კვლავ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
“ერთ-ერთი მათი მთვრალი წარმომადგენელი, ტოპ ტვინებს, რომ ეძახიან გამოვიდა და პირდაპირ ეთერში ილაპარაკა ამასთან დაკავშირებით. იდეა ის არის, რომ როგორმე მოხდეს რუსეთის ძალების დივერსიფიცირება.
ამის პარალელურად მიმდინარეობს ვითარების აბსოლუტური გადალაგება მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე. ევროკავშირშიც ბევრი რამე შეიცვალა, ევროპარლამენტშიც უკვე ხმამაღლა ისმის საქართველოს მხარდამჭერი განწყობები. ბევრი რამ შეიცვლება აშშ-ის და ევროპის ურთიერთობებში. მოლაპარაკებების გზაზე დადგებიან ეს უშველებელი ძალები რომლებიც უპირისპირდებიან ერთმანეთს. და გვინდა რომ ამ პატარა საქართველოს გადარჩენის გზა დავუტოვოთ. ეს ადამიანები, ამ საგანგებო სიტუაციაში აანალიზებენ შექმნილ სიტუაციას, რაც არის მსოფლიოში, ეს არ არის ემოციური თემა, ეს არის პრაგმატულად ჩამოყალიბებული ბოროტი გეგმა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა ვოლსკიმ.