ნინო წილოსანი: ვხედავდით აქციის მონაწილეები რამდენად აგრესიულები და სიძულვილით აღსავსენი იყვნენ და როგორ უშლიდნენ „იმედის“ ჟურნალისტებს ხელს, მათ მხარდაჭერას ვუცხადებ

მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა იმ ნამდვილ ჟურნალისტს, რომელიც თავის საქმეს ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, აქციის მონაწილეები აგრესიულები არიან.

„ვხედავდით აქციის მონაწილეები რამდენად აგრესიულები და სიძულვილით აღსავსენი იყვნენ და როგორ უშლიდნენ თქვენს ჟურნალისტებს ხელს. მთელი საზოგადოების სახლით მადლობა მინდა გითხრათ, რადგან თქვენ ნამდვილად ემსახურებით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სამწუხაროა, რომ ამის ფონზე გიწევთ თქვენი პროფესიული მოვალეობის შესრულება“, – აღნიშნა წილოსანმა “ქრონიკის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები