სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე კორდონი შექმნეს – აქციის მონაწილეები კვლავ გამზირზე რჩებიან

სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე კორდონი შექმნეს. აქციის მონაწილეები კვლავ გამზირზე რჩებიან.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დაშლას არ აპირებენ. ადგილზე იმყოფებიან ასევე, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, წევრები და აქტივისტები.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მელიქიშვილის გამზირზე, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მომიტინგეებს გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა.

ასევე, პოლიციამ ტერიტორიას განარიდა რამდენიმე პირი. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადით ტერიტორიიდან გაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები