ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებით 4 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.
„რუსეთის სასტიკი ომის მე-1000 დღეს ვუახლოვდებით. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას მუშაობაში, ვიდრე ის გადარჩენისთვის იბრძვის. ჩვენ გრძელვადიანი გეგმები გვაქვს“, – წერს ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე.