“ყველამ ნება იბოძოს და პატივი სცეს დემოკრატიას, უმრავლესობის მმართველობას” – გურამ მაჭარაშვილი
“არიან ისეთი რადიკალი ოპოზიციონერები, რომლებიც თავიდანვე არ უჭერდნენ მხარს, თუმცა არ ამბობდნენ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა “ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონზე საუბრისას განაცხადა.
“იყვნენ ისეთები, მაგალითად, პარტია “გახარია გახარიასთვის”, რომელიც ამბობდა, რომ თავიდან დაუჭერდა მხარს ამ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს, მერე თავი შეიკავა და არ მისცა ამ კანონს ხმა, ახლა კი საერთოდ ამბობს, რომ გასაუქმებელიაო.
ასეთი “თანმიმდევრულები” არიან ოპოზიციის ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლები. ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანეს, თუ რატომ არ უნდა არსებობდეს ეს კანონი. ყველამ ნება იბოძოს და პატივი სცეს დემოკრატიას, უმრავლესობის მმართველობას. პატივი სცეს ჯერ თავის სახელმწიფოს, საიდანაც არის, რადგანაც ევროპის საზოგადოება ზუსტად იმ აზრზეა, რა აზრზეც არის საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა და ამერიკული საზოგადოების უმრავლესობა”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.