სააკაშვილი “ქუჩის აქციების მასშტაბის” ზრდას ითხოვს
“მოსაწონი და შესაქებია პატარ-პატარა აქციები, მაგრამ ნუ ვიქნებით მხოლოდ ერთ დიდ აქციაზე ორიენტირებული”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქუჩის აქციების მასშტაბის გაზრდა აუცილებელია.
“თუ გვინდა, რომ მოვიპოვოთ დასავლეთის მხარდაჭერა და აგრეთვე აშშ-ის ახალი კაბინეტის თანადგომა, აუცილებელია, გავზარდოთ ქუჩის აქციების მასშტაბი.
მოსაწონი და შესაქებია პატარ-პატარა აქციები, მაგრამ ნუ ვიქნებით მხოლოდ ერთ დიდ აქციაზე ორიენტირებული”, – წერს სააკაშვილი.