5 ნოემბრის არჩევნების შედეგების შემდეგ, აშშ-ის რესპუბლიკური პარტია გააკონტროლებს არა მხოლოდ სენატს, არამედ წარმომადგენელთა პალატას – ამის შესახებ რამდენიმე ამერიკული მედია იუწყება.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, კონგრესის ქვედა პალატაში რესპუბლიკელებს ექნებათ, სულ მცირე, 218 ადგილი, ხოლო დემოკრატიულ პარტიას მინიმუმ – 211.
სენატში რესპუბლიკელებს ექნებათ უმრავლესობა – სულ მცირე, 52 დეპუტატით.
ამგვარად, აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სრულად აკონტროლებს კონგრესს, რაც მას საშუალებას მისცემს მომდევნო ორი წლის განმავლობაში გააგრძელოს თავისი პოლიტიკა.
ამასთან, სენატში რესპუბლიკური უმრავლესობის ახალი ლიდერი აირჩიეს და ის სამხრეთ დაკოტელი სენატორი, ჯონ თუნი იქნება.