„ვანო მაჩაბელი. გზა ევროპისკენ“ – მწერალთა სახლში ალბომს წარადგენენ
15 ნოემბერს, 15 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში ალბომის – „ვანო მაჩაბელი. გზა ევროპისკენ“ წარდგენა გაიმართება.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ალბომი „ივანე მაჩაბელი. გზა ევროპისკენ“ ბევრი ავთენტიკური და უნიკალური მასალითაა წარმოდგენილი – წერილები, ფოტოსურათები, მიმოხილულია ივანე მაჩაბლის ცხოვრების ყველაზე საკვანძო ეტაპები – ბიოგრაფიული ცნობები, მისი საზოგადო მოღვაწეობა, მისი მისი ურთიერთობა იმ დიდ ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, რომლებმაც დააფასეს ივანე მაჩაბელი მისი არაორდინარული, ფართო ცოდნით, განათლებითა და პროგრესული აზროვნებით.
ალბომის შემდგენელია თამარ ხიზანიშვილი.
„ყოველი დიდი საქმის წამომწყებთა შორის, ევროპული ფასეულობების დამკვიდრების, ნაციონალური თვისებების გარდაქმნის მოთავე – ივანე გიორგის ძე მაჩაბელი გახლდათ. ილია ჭავჭავაძე ყველა დიდსა და ეროვნულ საქმეში გვერდით იყენებს ახალგაზრდა ვანო მაჩაბელს“… – წერს ავტორი.
მისამართი: თბილისი, ივ. მაჩაბლის ქ. 13.