The Guardian-ი სოციალურ პლატფორმა X-ზე პოსტებს აღარ განათავსებს

ცნობილმა ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიანმა“ განაცხადა, რომ ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე პოსტებს აღარ განათავსებს.

“აღნიშნულ პლატფორმაზე შემაშფოთებელი კონტენტის, მათ შორის ულტრამემარჯვენე შეთქმულების თეორიებისა და რასიზმის პოპულარიზაციისა და არსებობის გამო, დიდი ხანია, ჩვენ ამაზე ვფიქრობდით”, – ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიამ ხაზი გაუსვა მხოლოდ იმას, რაზედაც დიდი ხანია, ვფიქრობდით. X არის ტოქსიკური მედიაპლატფორმა და მისი მფლობელი ილონ მასკი თავის გავლენას პოლიტიკური დისკურსის ფორმირებისთვის იყენებს”, – წერია „გარდიანის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები