კრივი-რიჰში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას დედა და სამი შვილი ემსხვერპლა

გუშინ ღამით, რუსებმა კრივი-რიჰში, ხუთსართულიან შენობას ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად შენობის ნანგრევებიდან სამი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, – ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსების მსხვერპლი მთელი ოჯახი გახდა – დედა და სამი შვილი: 10 და 2 წლის ბიჭები და 2 თვის გოგონა.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა დაზიანებული შენობის ნანგრევებიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები