“იქნება ქარი, აგვეჩეჩება თმები თუ არ აგვეჩეჩება, მოთოვს თუ არ მოთოვს, ყოველდღიურად ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში” – ნიკა მელია

“ყოველდღიურად, იქნება ქარი, აგვეჩეჩება თმები თუ არ აგვეჩეჩება, დაგვაწვიმდება თუ არ დაგვაწვიმდება, მოთოვს თუ არ მოთოვს, ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში”, – ამის შესახებ “კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მადლობა ამ სიმართლისთვის, ამ გამძლეობისთვის, მადლობა ამ ჟინისთვის. ყოველ დღე, რითაც დავიწყეთ ეს პროცესი, ამით ვაგრძელებთ. ყოველდღიურად, იქნება ქარი, აგვეჩეჩება თმები თუ არ აგვეჩეჩება, დაგვაწვიმდება თუ არ დაგვაწვიმდება, მოთოვს თუ არ მოთოვს, ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში, ვიდრე ყველანი არ დავდგებით საპროტესტოდ და რეჟიმს, დემოკრატიულად, ჩვენი სიმრავლით, არა მხოლოდ სიმართლით და ღირსებით, ჩვენი სიმრავლით, დემოკრატიულად არ მოვგუდავთ. ეს არის ამოცანა და მიზანი. მადლობა, გელოდებით ხვალ”, – აღნიშნა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები