ნიკოლეიშვილი – პაველ ჰერჩინსკიზე: უფლება არ ჰქონდა, თორემ თავად აპირებდა პოლიტიკურ სუბიექტად არჩევნებში მონაწილეობის მიღებას

“ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანიო, ამასვე ადასტურებს პაველ ჰერჩინსკი, რომელსაც უფლება არ ჰქონდა, თორემ თავად აპირებდა პოლიტიკურ სუბიექტად არჩევნებში მონაწილეობის მიღებას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“რაც შეეხება ჟოზეფ ბორელს, რომელიც იმავე სიტყვებით გვმოძღვრავს, მაინც უნდა შევახსენო, რომ თუ იმ მათთვის ორ მომაკვდინებელ კანონს გავიწვევთ ალბათ, საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი კი არა, ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი იქნება მსოფლიო არჩევნების ისტორიაში, ასე ხომ, ბატონო ჟოზეფ?
აქვე, ამ კეთილშობილებს უნდა შევახსენოთ არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი ქურუმის, ცესკოს თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატის თამარ სართანიას, შეგონებაც „სამართლიან და თავისუფალს,“ ტერმინს, თურმე უკვე აღარავინ არ იყენებსო, მოდაში არ ყოფილა, ხოლო ვინც იყენებს ის ჩამორჩენილი და არჩევნების შესახებ საერთოდ არ ჰქონია წარმოდგენა”, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები