“ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის პოლიტიკური ელიტა ზოგადად საქართველოს სახელმწიფოს მტრულ ძალებად ჩამოყალიბდა” – ნიკოლეიშვილი

“ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის პოლიტიკური ელიტა ზოგადად საქართველოს სახელმწიფოს მტრულ ძალებად ჩამოყალიბდა. გავიხსენოთ, როგორ მოურიდებლად ჩამოვიდნენ მათი საგარეო საქმეთა მინისტრები ანტისახელმწიფოებრივ აქციაზე რადიკალების მხარდასაჭერად”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მათი ევროპარლამენტარები ლამის ყოველ დღე გვმოძღვრავდნენ, ხან სააკაშვილის საპატიმროდ გამოშვებას ითხოვენ, ხანაც რუსეთისთვის სანქციებს დაწესებას მოითხოვენ ჩვენგან და ხანაც ევროინტეგრაციისკენ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აკრიტიკებენ. ამ სახელმწიფოებს გაუმართლათ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სწრაფადვე შეძლეს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა დღესაც ხელგაწვდილ რეჟიმში არიან აშშ-თან მუდმივად ჯარების განთავსებას ითხოვენ „მტერი“ რუსეთის შესაძლო აგრესიის შესაჩერებლად, თუმცა იგივე რუსეთთან შეხმატკბილებულ სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობები დღესაც არ შეუჩერებიათ, ამის სამაგალითოდ ესტონეთის პრემიერის და მომავალი ევროკომისრის ქალბატონი კაასიის მეუღლის რუსეთთან ინტენსიური ბიზნეს ურთიერთობაც კმარა. ახლა ვინმე მიხელსონი გამოხტა, რომელმაც ერთ დღეში დაადგინა, რომ მოლდოვაში არჩევნები საუკეთესოდ ჩატარებულა, ასევე სწრაფად და უსირცხვილოდ შეუფასებია საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები. მგონი დადგა ის დრო, რომ ჩვენც შევაფასოთ ასეთი მავნებელი ავანტიურისტების ქმედებები და დამოკიდებულები ჩვენს მიმართ, როგორც ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილებს, ერთხელ და სამუდამოდ დაუხუროთ საქართველოს კარი”, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები