“ისე, საქართველოს ასეთი „რუკა“ თქვენი დიდი ბელადის – ედიკას და თქვენი „ვივამედის“ ბალთაზარ კოსას დამსახურებაა” – გამსახურდია

“ისე, საქართველოს ასეთი „რუკა“ თქვენი დიდი ბელადის – ედიკას და თქვენი „ვივამედის“ ბალთაზარ კოსას დამსახურებაა. დროებით, რა თქმა უნდა! მავნებლებო და აფერისტებო, თქვენა”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

გამსახურდია ნორვეგიელი კომუნიკაციების კონსულტანტის, ტარიე ჰელანდის მიერ სოცქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან „შემაშფოთებელი ნაბიჯი“ უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციაში გამოყენებულ, საქართველოს რუკას (რუკაზე ოკუპირებული რეგიონები ნაცრისფრად არის გამოყოფილი).

„მოკლედ, ამ იაფფასიანი ფეიკების იმედზე ხართ, ჯიგრებო? რა ხდება? აქციებს ვერ აორგანიზებთ, დონორებმა დაგიკიდეს და ამ სისულელეების იმედზე ხართ? ამოიღეთ კარგად კადრები და ნახეთ. ისე, ასეთი საქართველოს „რუკა“, თქვენი დიდი ბელადის ედიკას და თქვენი „ვივამედის“ ბალთაზარს კოსას დამსახურებაა. დროებით რა თქმა უნდა! მავნებლებო და აფერისტებო თქვენა!“ – წერს გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები