“გახარიები” არის ის პარტია, რომელიც რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით უარესი იქნება მათთვის” – იონათამიშვილი

“გახარიები” არის ის პარტია, რომელიც რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით უარესი იქნება მათთვის”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა, რითაც გიორგი გახარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინტერვიუს გამოეხმაურა – „ასე მოიპარა “ოცნებამ” ადამიანის არჩევანი“.

„გახარიები” არის ის პარტია, რომელიც რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით უარესი იქნება მათთვის. ამიტომ, გავუშვათ და ილაპარაკონ, ათას ისეთ რამეს იტყვიან, რაც საზოგადოების მხრიდან გამოიწვევს სამართლიან დაცინვას.

მათ დაიმსახურეს, რომ საზოგადოების არანაირი ნდობა არ ჰქონდეთ და არც ექნებათ, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ის განცხადებები თუნდაც, რასაც ისინი აკეთებენ, აცდენილია ყოველგვარ რეალობას და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ცრუ ბრალდებებით შემოიფარგლებიან, მაგრამ ცრუ ბრალდება, ეს გახდა მთლიანად რადიკალური ოპოზიციის და მათ შორის გახარიების სახე“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები