“ვნახეთ მოლდოვას მაგალითი, კონვერტშიც კი არ დებენ [ბიულეტენს]; მე არ ვიცი, ის თუ უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმურად საერთოდ” – ზარქუა
„მოიგონეს, ფარულობა არ იყო დაცულიო. ვნახეთ მოლდოვას მაგალითი, კონვერტშიც კი არ დებენ, ისე იყო. მე არ ვიცი, ის თუ უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმურად საერთოდ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
“უბრალოდ, კითხვას ვსვამ. დანარჩენ ევროპულ სახელმწიფოებში კონვერტშიც არ დებენ. იქ თუ დაცული იყო ფარულობა, აქ ჯერ ელექტრონული სისტემა, რომელიც ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა დაგვიმონტაჟეს, აუდიტი თვითონ ჩაატარეს თავიდან ბოლომდე ყველა ეტაპის. ყველა ეტაპი გაიარეს და მერე გადმოგვაბარეს ჩვენ და დამონტაჟდა, მერეც შემოწმდა. ამის შემდეგ ჩავდეთ სპეციალურ კონვერტში და ახლა ესეც არ მოსწონთ. სიგიჟეებს ამბობენ იმიტომ, რომ თავისი ამომრჩეველი, გარკვეული ჯგუფი ახალგაზრდების – ვინც შეცდომაში შეიყვანეს, ისინი დაარწმუნონ. ხომ ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ უმრავლესობით, პირველ, მერე, მესამე ადგილზე თურმე ეს რადიკალები უნდა გასულიყვნენ. და ახლა, რომ ჩაფლავდნენ ცდილობენ, რომ თავიანთ პატრონებსა და იმ გარკვეული მცირე ჯგუფის თვალწინ დაიმკვიდრონ, რომ გამარჯვებულები არიან“, – განაცხადა ზარქუამ.