“მოლდოვას 5 წუთში მიულოცა ყველამ პრეზიდენტის არჩევაო, რატომ 3 წუთში არ მიულოცა, რაც მიმლოცველებმა იწვალეს თავიანთი აგენტის პრეზიდენტად გათრევაზე” – ანჯაფარიძე
“მოლდოვას 5 წუთში მიულოცა ყველამ პრეზიდენტის არჩევაო, რატომ 3 წუთში არ მიულოცა, რაც მიმლოცველებმა იწვალეს თავიანთი აგენტის პრეზიდენტად გათრევაზე, ქვეყანაში რომ უმრავლესობა არ უჭერს მხარს და ქვეყნის გარედან დახმარებით რომ იგებს არჩევნებს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“აქ რომ მოეგო აგენტურას, 5 წუთიც არ დასჭირდებოდათ მისალოცად”, – წერს ანჯაფარიძე.
მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.