“ჩვენ გვაქვს სისტემურად, მწყობრად ორგანიზებული და დაგეგმილი ნაბიჯები; მთავარია, ერთმანეთს ვენდოთ” – გიორგი ვაშაძე
“ჩვენ გვაქვს სისტემურად, მწყობრად ორგანიზებული და დაგეგმილი ნაბიჯები, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე. მთავარია, ერთმანეთს ვენდოთ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პროტესტი – ეს არის ჩვენი პროტესტი, სადაც თითოეული ადამიანის ჩართულობა გადამწყვეტია”, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია.
“გელოდებით ყველას 19:00 საათზე რუსთაველზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. ჩვენ ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას და არ ვეგუებით არჩევნების მიტაცებას „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც უკვე უტყუარადაა დადასტურებული. ვფიქრობ, დღეს რაც საქართველოს რუკა დაამახინჯეს ამ ადამიანებმა, კიდევ ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მივიდეთ და ამ ვიგინდარებს ამ პროტესტით გავცეთ პასუხი.
რაც შეეხება 17:00 საათს, ამ დროს ჩვენ სადგურის მოედნიდან მსვლელობით წავალთ რუსთაველისკენ. ეს მსვლელობა რატომ იქნება, ამას უკვე რუსთაველზე გეტყვით”, – აღნიშნა ვაშაძემ.