მამუკა მდინარაძე – კახაბერ ქემოკლიძეზე: ეს ფეიკი გახარიაც რა უშუალო ყოფილა
არ ვწერ-ხოლმე კომენტარებს, მაგრამ იყოს ეს ერთი, საგამონაკლისოდ – ეს ფეიკი გახარიაც რა უშუალო ყოფილა. ახლა სერიოზულად: კი, არავითარი ანუ, თქვენ, მთელი პარტია ემსახურებით „ნაცებს“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარტია “საქართველოსთვის” წევრის, კახაბერ ქემოკლიძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს: „მე ვარ რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებელი და შენ ხარ ჩვენი ტერიტორიების დამცველი?! ამის თქმა გინდა ანუ?!“
მდინარაძე ამბობს, რომ გახარიას პარტია ემსახურება „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა, ხელი მოუწერა ომის დაწყებაზე და საკუთარ სამხედროებს ომის დანაშაულიც დააბრალა.
„არ ვწერ-ხოლმე კომენტარებს, მაგრამ იყოს ეს ერთი, საგამონაკლისოდ – ეს ფეიკი გახარიაც რა უშუალო ყოფილა.
ახლა სერიოზულად: კი, არავითარი ანუ, თქვენ, მთელი პარტია ემსახურებით ნაცებს, რომლებმაც ტერიტორიები რუსეთს ჩააბარეს, ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და საკუთარ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალეს. რუკაზე ფეიკსაც თქვენ და ნაცები წამების და წუთების განსხვავებით, კოორდინირებულად ავრცელებთ“, – წერს მამუკა მდინარაძე.