“ეკა გიგაურმა რაც უნდა დაწეროს, ან თქვას არჩევნებთან დაკავშირებით, მას ქართველ ხალხში ვერც მორალური და ვერც პოლიტიკური ლეგიტიმაცია ვერ ექნება” – ნიკოლეიშვილი
“ეკა გიგაურმა რაც უნდა დაწეროს ან თქვას არჩევნებთან დაკავშირებით, მას ვერც მორალური და ვერც პოლიტიკური ლეგიტიმაცია ვერ ექნება ქართველ ხალხში”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ამის მიზეზი მარტივია.
“თუ გავიხსენებთ, ვინ არის ეს ქალბატონი: ყველაზე გაუმჭვირვალე არასამთავრობოს ლიდერი და რეალურად უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, მიუხედავად იმისა რომ სათანადოდ ვერ ფლობს ინგლისურ ენას, ეყო თავხედობა და საქართველოს საჩივლელად ვრცელი მოხსენებით წარსდგა აშშ-ში, ანტისახელმწიფოებრივ აქციებზე აჟღერებდა ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების იდეას, სააკაშვილის რეჟიმის დროს ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ, როგორც მაშინდელი ერთ-ერთი ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანს სასწრაფო წესით კაპიტნის წოდებაც კი მიანიჭეს.
ახლა რაც შეეხება იმას, რომ ყველა უბანზე კომისიის 15-16-17 წევრის ხელმოწერა ოქმზე და მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების, გიგაურს მინიმალური ლოგიკურ აზროვნების შემთხვევაში მიახვედრებდა, რომ თავად ოპოზიციამაც კი მისცა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმაცია. რაც შეეხება საზღვარგარეთ გახსნილ უბნებს, შედარებისთვის გიგაურის სათაყვანებელი რეჟიმის დასასრულის 2012 წელს, 32 სახელმწიფოს 38 ქალაქში 40 საარჩევნო უბანი გაიხსნა აქედან 2 სპეციალური უბანი ავღანეთში, ხოლო თუ შევადარებთ 2024 წელს, 42 სახელმწიფოს 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი მუშაობდა. აქამდე ვერც გიგაური, ვერც ლომჯარია, ვერც სალომე ზურაბიშვილი ვერ ახერხებენ ისეთი ადამიანის პოვნას, რომელიც იტყვის რომ მას პირადობა ან პასპორტი, რომ ჩამოართვეს. ამ მავნებლების მიერ, გაყალბებაზე საუბარი რომ მართლაც ყალბია, ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს, მათ მიერ პროკურატურაში არ მისვლის და ცრუ ჩვენების მიცემის შიში, იციან რა, რომ მათ უკვე სხვა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ”, – წერს ნიკოლეიშვილი.