“ოპოზიცია საერთოდ არჩევნებში სად მონაწილეობდა, თუ იციან, უკვე ეგ კითხვაც მიჩნდება” – შალვა პაპუაშვილი

“თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს და ტელევიზორებს, შემდეგ სლაიდზე, რომელზეც ჩანს, რომ ოპოზიციას არცერთ ოლქში დელეგატი არ დაუსახელებია, საქართველო სრულად აღმიგვია პირისაგან მიწისა”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, აღნიშნული რუკა საარჩევნო ოლქების არის.

“და ამათ ვინმე დაარწმუნებს, რომ არჩევნები არ გაყალბდა. ფაქტობრივად, ტოტემების მსხვრევის ტოლფასი იქნებოდა მათთვის.

P.S. ეს საარჩევნო ოლქების რუკაა, რეგიონების რუკაც კი არ არის. ეს ოპოზიცია საერთოდ არჩევნებში სად მონაწილეობდა, ეგ თუ იციან, უკვე ეგ კითხვაც მიჩნდება”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები