“დღეს, 17:00 საათზე ვაგზლის მოედნიდან პოლიტიკური პარტიის ლიდერები რუსთაველის გამზირისკენ სხვადასხვა მარშრუტით გავემართებით” – ნიკა მელია
“მომდევნო დღეებში ძალიან ბევრი ღონისძიება გაიმართება ყოველდღიურად თბილისში, მაგრამ დღეს 17:00 საათზე, ვაგზლის მოედნიდან, პოლიტიკური პარტიის ლიდერები რუსთაველის გამზირისკენ სხვადასხვა მარშრუტით გავემართებით”, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მეტროსადგურის ამოსასვლელთან პოლიტიკური ლიდერები შეიკრიბებიან.
“დღეს ქართული ოპოზიციაა გამარჯვებული, ამ გამარჯვებულ ოპოზიციას ქართული საზოგადოება უჭერს მხარს. შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც ადეკვატურად იქნება მიღებული“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე ოპოზიციის სამოქმედო გეგმას წარადგენენ.