“მოლდოვაში ვნახეთ სურათი, სადაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთია, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება; რას ფიქრობს საია, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს?” – პაპუაშვილი

“მოლდოვაში ვნახეთ სურათი, სადაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთია, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება; რას ფიქრობს საია, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

“ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამხელა თაღლითობასთან გვაქვს უკვე საქმე ზოგიერთი NGO-ს მხრიდან, როდესაც ვეღარ პოულობენ ვერცერთ არგუმენტს თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და ხავსს ეჭიდებიან. ოღონდ ხავსს, რომელიც ქართველ ხალხს უკვე დიდი ხანია დანახული აქვს. ეს არის პრობლემა. არასამთავრობო ორგანიზაციები, განსაკუთრებით ის, ვინც ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციას უწოდებს საკუთარ თავს და უცხოური დაფინანსებით მოქმედებს, ჩართული იყვნენ საარჩევნო კამპანიაში, მიზნად ჰქონდათ კონკრეტული საარჩევნო შედეგის დადგომა. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იყვნენ და ახლა, როცა ეს შედეგი არ დადგა, ისინი ცდილობენ საკუთარი უცხოური დაფინანსება გამოიყენონ იმისთვის, რომ ქართველ, მოლდოველ, ბულგარელ, ლიეტუველ და პოლონელ ამომრჩეველს არჩევანი წაართვან“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები