“სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რუკებზეც სეპარატისტული რეგიონები რომ რუხ ფერებშია გამოსახული, იმას არ იმჩნევენ ილუზიური „ნაცმამულიშვილნი“? – გია აბაშიძე
სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რუკებზეც სეპარატისტული რეგიონები რუხ ფერებშია (grey zones) გამოსახული, თუმცა, ამას ილუზიური “ნაცმამულიშვილნი” არ იმჩნევენ”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე გამოყენებულ, საქართველოს რუკასთან დაკავშირებით გამოწვეულ აჟიოტაჟს.
მისი თქმით, ეს არის სექტის მორიგი ფსევდოპატრიოტების ყალბი აღშფოთება, თითქოს, “ქართულ ოცნებაში” გამართულ ბრიფინგზე წარმოდგენილ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები გააქრეს.
„სექტის ფსევდოპატრიოტების მორიგი ყალბი აღშფოთება, რომ “ქართულ ოცნებაში” გამართულ ბრიფინგზე წარმოდგენილ რუკაზე თითქოს ოკუპირებული ტერიტორიები გააქრეს. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რუკებზეც სეპარატისტული რეგიონები რომ რუხ ფერებშია (grey zones) გამოსახული, იმას არ იმჩნევენ ილუზიური “ნაცმამულიშვილნი”?… რევანშისტების ფეიკი პატრიოტობა არცერთ შემთხვევაშია მისაღები, ეს არის ანტიქართული ბაბლი, რომელიც ნელ-ნელა ქრება საჯარო სივრციდან”, – წერს გია აბაშიძე.