ზელენსკი სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს – “მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს”
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და წერს, რომ მოლდოველებმა აირჩიეს ევროპა, ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობის გზა.
“ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. უკრაინა მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მზადაა, ერთად იმუშაოს ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად.
მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს – მათ აირჩიეს გზა ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობისკენ. მხოლოდ ჭეშმარიტ უსაფრთხოებასა და მშვიდობიან, გაერთიანებულ ევროპას შეუძლია უზრუნველყოს თითოეული ადამიანისა და ყველა ოჯახის ნდობა, რომ შეხვდეს ხვალინდელ დღეს იმედით და რწმენით.” წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
შეგახსენებთ, მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა.