პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: რატომ წააგეს ეს არჩევნები? იმიტომ, რომ მათი პლატფორმა იყო – „ჯანდაბას ჩვენი დამოუკიდებლობა, მთავარია, რას გვეტყვის ბრიუსელი“

“გამოდიან ჯიუტად და იმავეს თხრიან ცხვირში ქართველ ხალხს. რატომ წააგეს ეს არჩევნები? იმიტომ წააგეს, რომ მათი პლატფორმა იყო – „ჯანდაბას ჩვენი დამოუკიდებლობა, მთავარია, რას გვეტყვის ბრიუსელი“. ამის გამო წააგეს არჩევნები“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა.

„საერთაშორისო გამოძიება ნიშნავს, რომ უცხოელი დეიდები და ბიძიები უნდა ჩამოვიდნენ და აქ უნდა გვითხრან, რომ თქვენ იცით რა, სახელმწიფო არ ხართ, თქვენით ვერაფერს იზამთ, ახლა გამოძიებას ჩაგიტარებთ. მერე რას ითხოვენ გაიხსენეთ, არჩევნებიც იმათ ჩაგვიტარონ, მოსამართლეებიც ისინი იყვნენ, მოდი მინისტრებადაც ისინი დავნიშნოთ და ჩვენ რა ვართ, ხალხი ვართ? ერი ვართ? 3000 წელი ამბობთ სახელმწიფო ვართო და რისთვის ვართ ეს ყველაფერი, რომ ვიღაცებმა გარედან გვმართონ? გვმართონ ქვეყნებმა, რომლებიც 100 წლის წინ სახელმწიფოც კი არ იყო და ახლა იმათმა უნდა გვმართონ?!“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები