“რუსეთზე ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს; ამას ვამბობთ სულ, რამდენად მდაბიოები არიან” – მდინარაძე
“რუსეთზე ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს.
ამას ვამბობთ სულ, რამდენად მდაბიოები არიან”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე გამოყენებულ, საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციური სპექტრის რეაქციებს ეხმიანება.
“პ. ს. ვინც ჯერ არ იცის. საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა და ეს არის ამათი რუკაო – უსამშობლოებმა წამების განსხვავებით დაიწყეს პოსტების წერა, რითაც იმისი გადაფარვა სცადეს, რაც შალვა პაპუაშვილმა მათ ამ ბრიფინგზე დამართა.
ამავე დროს, პრეზენტაცია ბრიფინგზე დამსწრე ყველა ჟურნალისტს გადაეცა”, – წერს მდინარაძე.