“მოლდოვაში სანდუს გამარჯვება იყო სრულიად პროგნოზირებადი შედეგი, დასავლეთი სანდუს არ დათმობდა” – ზაალ ანჯაფარიძე
“მოლდოვაში სანდუს გამარჯვება იყო სრულიად პროგნოზირებადი შედეგი. დასავლეთი სანდუს არ დათმობდა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დაფიქსირდა საინტერესო ფენომენი – “ევროპაში მცხოვრები მოლდოველი ემიგრანტები გახდნენ ეფექტური პოლიტიკური ინსტრუმენტი – ფაქტობრივად, ქვეყნის არჩევნების შედეგის განმკარგველები”.
“საქართველოში ეს სქემა, დიდი მცდელობების მიუხედავად, ვერ აამუშავეს. თუმცა, მოლდოვაში მიღწეულით გულმოცემულები შეეცდებიან, საქართველოშიც მიაღწიონ აქ თავიანთი აგენტურის გამარჯვებას. შესაბამისად, ოპოზიციის მიტინგებზე დიდი ფსონი იქნება დადებული ყველანაირ განზომილებაში – ფინანსურიდან დაწყებული, პოლიტიკურით დამთავრებული”, – წერს ანჯაფარიძე.
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროევროპულმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა – მაია სანდუმ გაიმარჯვა.