“დეზინფორმაცია – ასე შეიძლება, შეფასდეს ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასული 2-საათიანი სიუჟეტი” – დავით ჩიხელიძე
“დეზინფორმაცია – ასე შეიძლება, შეფასდეს ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასული 2-საათიანი სიუჟეტი. მელაძემ სტანდარტული პროპაგანდისტული სიუჟეტი მოამზადა, რომელიც გათვლილი არის შიდა მოხმარებისთვის, რადგან გარე აქტორებს ასეთ მდარე “ფაქტებს” ვერ უჩვენებ, რატომ? იმიტომ, რომ თავზე დაგახევენ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
“არ იფიქროთ, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილზე ცუდი წარმოდგენა მაქვს. უბრალოდ, ჩვენი საზოგადოება ზედმეტად ადამიანურია და მათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სჯერათ (მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის მოატყუეს) უცხოელებმა კი ზუსტად იციან ოპოზიციის სახე და მათ სიტყვებს არ ენდობიან, მხოლოდ მყარი ფაქტები აინტერესებთ.
სიუჟეტის დეტალებში რომ შეხვიდე, აბსურდამდე დავალთ, რადგან არასერიოზულია, სერიოზულად ისაუბრო იმ სიუჟეტზე რომელიც გიმტკიცებს, რომ თითოეულ მოქალაქეს თითო ზედამხედველი ჰყავდა, საქართველოში 3200 უბანი იყო(სინამდვილეში 3044 იყო) ასევე გეუბნება, რომ მმართველმა გუნდა 300 ათასი ხმა მიითვისა, როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანები დააშინეს, აიძულეს ხმის მიცემა და ამ გაბრაზებულმა, დამცირებულმა ადამიანმა ხმა მაინც ოცნებას მისცა(ხმის ფარულობა დაცული იყო, ამას ვერ უარყოფენ) ბოლოს კი არჩევნების მცოდნე ექსპერტი ასაუბრეს (ამ ადამიანს პიროვნულად არაფერს ვერჩი, მაგრამ როგორც ჩანს პროპაგანდისტულ სიუჟეტში მონაწილეობას სხვა არ დათანხმდა და იძულებული გახდნენ სხვა სფეროს წარმომადგენელი, საარჩევნო ექსპერტად გაეცნოთ) ექსპერტი, რომელიც ილიაუნის ასისტენტ პროფესორია, (უკვე ხვდებით ხომ მისი ობიექტურობის ხარისხი როგორი მაღალი იქნებოდა)
ყველაზე საინტერესო მაინც ის გამოხმაურებები იყო, რომელიც მელაძის სიუჟეტს მოყვა, მაგალითად ეკა გიგაურმა პირდაპირ თქვა, რომ ამ არჩევნებით სამშობლო გაყიდეს, სამშობლოს გაყიდვაზე მესაუბრება ადამიანი, რომელმაც სენატში გამოსვლის დროს საქართველოს სანქცირება მოითხოვა.
გიორგი ვაშაძემ საერთოდ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვა, არ დაგვავიწყდეს 2022 წელი, როდესაც ვაშაძემ რიგგარეშე არჩევნები არა თუ მოითხოვა, არამედ გადაჭრით თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდებოდა, ვაშაძეს დღეს ისეთივე იმედგაცრუება მოელის როგორიც 2022 წელს.
რიგგარეშე არჩევნები არა, ადამიანების სურვილებზე, არამედ ფაქტებზე უნდა იყოს დამყარებული!”, – წერს ჩიხელიძე.