“ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებულ არცერთ საკითხს უყურადღებოდ არ დავტოვებთ და საზოგადოებას მივაწვდით ვერიფიცირებულ და ობიექტურ ინფორმაციას” – კალანდარიშვილი

“ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებულ არცერთ საკითხს უყურადღებოდ არ დავტოვებთ და საზოგადოებას მივაწვდით ვერიფიცირებულ და ობიექტურ ინფორმაციას, რათა დავიცვათ პოსტსაარჩევნო პერიოდი არასწორი აღქმებისგან, რომ ამით ზიანი არ მიადგეს არჩევნების მთლიანობას”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

„განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც საინფორმაციო ველი გავისო ცრუ ნარატივებითა და უსაფუძვლო ბრალდებებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ჩვენ გვაქვს საზოგადოებისთვის კიდევ დამატებითი განმარტების მიწოდების შესაძლებლობა. ეუთო/ოდირის, IRI-ს, „ენდიაის“ და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებები დავიწყებას მიეცა, სადაც ცალსახად საუბარია ამ დოკუმენტებში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალ დონეზე, ტექნიკურად გამჭვირვალე არჩევნების ადმინისტრირებაზე და ეს ცალსახად ხაზგასმულია ყველა დოკუმენტში. ვსაუბრობ ტექნიკურად და პროფესიულად გამართული არჩევნების ადმინისტრირებაზე რომ არაფერი ვთქვა იმ შეფასებებზე, რომელიც უკავშირდება ცესკოს მიერ განხორციელებულ წინასაარჩევნო პერიოდში იმ მასშტაბურ საინფორმაციო, საგანმანათლებლო კამპანიებს, იმ ლოგისტიკურ დაგეგმარებასა და ჩატარების ხარისხს, რომელიც სამწუხაროდ დავიწყებას მიეცა. ამ ყველაფერზე მე მგონი პასუხი ისედაც გაცემულია, მაგრამ ინსტიტუციის მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, არცერთ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით საკითხს უყურადღებოდ არ დავტოვებთ და საზოგადოებას მივაწვდით ვერიფიცირებულ და ობიექტური ინფორმაციას, რათა დავიცვათ პოსტსაარჩევნო პერიოდი არასწორი აღქმებისგან და ამით ზიანი მიადგეს არჩევნების მთლიანობას”, – განმარტა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები