მაია ბითაძე: ძალიან მკაფიოდ იკვეთება გარე ჩარევა, მათ შორის პოსტსაარჩევნო პერიოდში, ეს ჩარევა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების არსებობას
უმრავლესობის დეპუტატი მაია ბითაძე აცხადებს, რომ მკაფიოდ იკვეთება გარე ჩარევა, მათ შორის პოსტსაარჩევნო პერიოდში.
მისივე თქმით, ეს ჩარევა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ზოგადად არსებობას.
„ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არჩევნების ჩატარებაზე სადამკვირვებლო მისიები აკეთებენ კომენტარებს და სწორედ მათზე დაყრდნობით ხდება არჩევნების შეფასება. ჩვენ მეორე დღესვე მოვისმინეთ ეუთო/ოდირი, ნატოს, ევროკავშირისა და დამოუკიდებელი, უცხოელი დამკვირვებლების დასკვნები, საიდანაც ნათლად იკითხებოდა, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, ზოგადად შეფასდა, როგორც დადებითად. ამ არჩევნებს, უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებელი აკვირდებოდნენ როგორც შიდა, ასევე გარე.
დღეს რასაც ვაკვირდებით, ეს არის წინასწარ გაწერილი სცენარი, რომლის მთავარი მიზანია, ჩვენი რადიკალების მოსაზრებით, არის ქუჩის აქციები, რომელიც რაღაც უბედურებაში უნდა გადაიზარდოს“, – აღნიშნა მაია ბითაძემ “ქრონიკის” ეთერში.